ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფების შექმნის მთავრი მიზანი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას, ახალგაზრდების აზრის მაქსიმალური გათვალისწინებაა.
ახალგაზრდულ ჯგუფს ექნება მაკოორდინირებელი როლი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოვლენილი პრობლემური საკითხების და ახალგაზრდული ინიციატივების თავმოყრის კუთხით.
თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თავისი შემადგენლობიდან აირჩიეს ჯგუფის ლიდერი, რომელიც გაერთიანდება მუნიციპალურ 15-კაციან სამუშაო ძირითად ჯგუფში.
ახმეტის მერიის ახალგაზრდულ კლუბში საინიციატივო ჯგუფებს მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული და კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ოლია ხოხობაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ახალგაზრდებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა მოხდება თვეში ორჯერ, სადაც შეფასდება განხორციელებული ღონისძიებები და დაიგეგმება თვის განსახორციელებელი აქტივობები.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.