სააკაშვილის განცხადებას, რომ იგი მზად იყო NATO-ს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა, გია ნოდია აფასებს
03-04-2019, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი მზად იყო ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება.

 


„მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინტერვიუ არ მინახავს და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ შევამჩნიე მისი კრიტიკა იმის გამო, რომ პრინციპში მზად ყოფილა ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა (ეს ადრეც უთქვამს, არაფერი ახალი ამაში არაა). კრიტიკოსების აზრით, ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ არის პრინციპული საქართველოს პროდასავლური კურსის დაცვის საკითხში და საერთოდ, „ბურჯანაძე და ინაშვილი აბა სხვა რას ამბობენ“.

 

ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად სულელური და არაკომპეტენტური. რომ არსებობდეს რუსეთთან ასეთი გარიგების რეალისტური შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერი ლიდერი ვალდებული იქნებოდა, ამაზე წასულიყო. ნატოში წევრობა არ შეიძლენა იყოს თვითმიზანი, ის რაღაცისთვის გვჭირდება. თუ რუსეთთან ამგვარი გარიგებით საქართველოს უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული, მასზე უნდა წახვიდე.

 


ამგვარი ჰიპოთეტური გარიგება არც საქართველოს პროდასავლურ კურსთან შევიდოდა წინააღმდეგობაში. შვედეთი, ფინეთი, ავსტრია საკმარისად დასავლური ქვეყნები არ არიან (ნატოში არც ერთი არაა)? შვედეთი, პოლონეთთან ერთად, ძირითადი სპონსორი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პატრნიორობის პროგრამისა, რასაც რუსეთი (არსებითად სამართლიანად) მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. პროდასავლური კურსის მთავარი ღირებულებაა, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს უსაფრთხო გარემო და დასავლური სტილის დემოკრატიული (და ლიბერალური) წესრიგი.

 


ბურჯანაძის, ინაშვილის და კამპანიის პრობლემა ისაა, რომ ისინი იტყუებიან (მგონია რომ სრულიად შეგნებულად), თითქოს ასეთი გარიგება შესაძლებელია. ანუ მათ უნდათ, რუსეთის ორბიტაში მოტყუებით შეგვიყვანონ. სინამდვილეში, ამგვარი გარიგება ფანტასტიკის სფეროა (იმედი მაქვს, ნორმალურ ადამიანს არ გჭირდებათ დასაბუთება, რატომ). აფხაზეთის და ცხინვალირ რეგიონის დაბრუნების შანსები მოხილვად მომავალში, სამწუხაროდ, მინიმალურია, მაგრამ თუნდაც თეორიული შანსის შენარჩუნებისთვის ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება (იდეალში - მათი წევრობა) გაცილებით ჯობია რუსეთზე ორიენტაციას. ის კიდევ უფრო წაადგება საქართველოს (იმ ოკუპირებული 20 პროცენტის გარეშე) უსაფრთოხებას და განვითარებას. რუსეთზე ორიენტაცია ყველა მიმართებით ჭაობია.

 


მიშა რასაც ამბობს, ისაა რომ პუტინთან საუბარში ფაქტობრივად გადაამოწმა ეს ჰიპოთეზა: აბა, რაზეა წამომსვლელი პუტინი, თუ საქართველო (ჰიპოთეტურად) ნატოს წევრობის პერსპექტივაზე უარს იტყოდა. პასუხი იყო: არც არაფერზე. ანუ, მიშამ ემპირიულად გადაამოწმა, რომ ქართველი რუსოფილების ძირითადი იდეა (ტერიტორიები ნატოს ნაცვლად) არის ზღაპარი. რა არის ამაში არასწორი?“, წერს ნოდია „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი