ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები ურიგდებათ. სოფელ ქუტირში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ ვარლამ ქიშმარაიას ოჯახს სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამშენებლო მასალა მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ მიუტანეს.
„სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ვეხმარებით ოჯახებს, რომლებიც 30-31 მარტს ძლიერი ქარის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. პროცესი დღეს დავიწყეთ და ხვალაც გაგრძელდება. მოვიცავთ ყველა ოჯახს, რომელიც სტიქიამ დააზარალა და დახმარებას საჭიროებს“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ, როგორც ამას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.