ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დაკონტრაქტების პროცესი და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობა განიხილეს.
საუბარი შეეხო სააღდგომოდ სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების გრაფიკს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში ა(ა)ი პ ორგანიზაციებში არსებულ შრომის დისციპლინას და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.
მერის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობას და ხარისხს, ასევე პრობლემური საკითხების მოგვარების პროცესს, სოფლის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გააკონტროლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.