პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ამჯერად ქალაქ ყვარლის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებისა და ღირებულებების, განხორციელებული რეფორმების, თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მათ სამხედრო პროფესიის არსის შესახებაც ისაუბრეს, საკუთარი ისტორიები გაიხსენეს და ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარეს. მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში კარიერული განვითარების პერსპექტივების, საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობისა და თემატური ვიდეორგოლების ხილვის საშუალებაც ჰქონდათ.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებისგან საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციასა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობაზეც მიიღეს ინფორმაცია.
პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდა. „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი კი, რომელიც მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო, 8 აპრილს დასრულდება.
„ჩვენი ჯარი“ მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.