ხობის მონასტერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ნატოს მეორე შენაერთის კომოდორს, ბაუდევაინ ბუთსის და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგნელობაში შემავალი ხომალდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

ხობის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ვიზიტის მიზნებზე და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

საკათალიკოსო სასახლეში სტუმრების საპატივცემლოდ, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრთან“ არსებული ქართული ხალხური ცეკვის სტუდიების მოსწავლეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.

ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა ხობის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.