სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ბაკურიანში სახალხო დღესასწაულს - „ბაკურიანობა 2019“-ს დაესწრო
04-04-2019, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2019“ აღინიშნა. „დიდველზე“ სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

 

 

ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

 

პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები ერთმანეთს თხილამურებით სირბილში, გიგანტურ სლალომში და სნოუბორდში შეეჯიბრნენ. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი და ნინოწმინდელი სპორტსმენებიც.

 

 

გამარჯვებულები დღის ბოლოს საზეიმოდ დააჯილდოვეს.

 

 

100-ზე მეტ სპორტსმენს რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა თასები, მედლები და სიგელები გადასცეს.

 

 

ღონისძიებაზე გაიმართა ბაკურიანის ჰოკეისტთა გუნდის დაჯილდოებაც, რომლის წევრებმაც მარტის თვეში ბათუმში 2 ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

 

 

ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

,,ბაკურიანობა" ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და წელს იგი 38-ედ ჩატარდა.

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი