ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას ნამდვილად თქვა ასეთი ფრაზა - „ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და მერე ჩვენ შეიძლება ნატო-ზე უარი ვთქვათ“
04-04-2019, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პასუხობს.

 

 

ნინო ბურჯანაძის აზრით, ობიექტურად განწყობილი მსმენელის განწყობაზე სააკაშვილის გამოსვლა სერიოზულ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებდა. ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი ილაპარაკოს და გააკეთოს იმისთვის, რომ დატოვოს ის სტატუს-კვო, რომელიც დღეს არის - დარჩეს ივანიშვილის მთავარ ოპონენტად და ამით მიაღწიოს თავის მიზნებს.

 

 

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, საზოგადოება დარწმუნდა, რომ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის.

 

 

„კიდეც რომ ჩამოვიდეს, მას არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მობრუნების, ამიტომ ნუ ვიქნებით მძევლები იმ თამაშის, რომელიც სააკაშვილსა და ივანიშვილს აქვს ერთმანეთთან მიმართებაში წამოწყებული", აცხადებს ბურჯანაძე.

 

 

ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ არის საუბარი. ბურჯანაძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების ამ ნაწილის შინაარსზე მას ინფორმაცია არ აქვს.

 

 

„ვფიქრობ, სააკაშვილმა გააკეთა სენსაციური განცხადებები და მაინტერესებს როგორ განწყობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც ლამის სამშობლოს მოღალატედ მრაცხავდნენ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მითქვამს - რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში უნდა დარჩნენ და ყოველთვის ვამბობდი რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან უნდა გავიდნენ და საქართველო იყოს უბლოკო სტატუსის მატარებელი ქვეყანა. გუშინდელი განცხადებები, მე მგონი, მათთვის შოკისმომგვრელი უნდა ყოფილიყო. ამ ტიპის მოლაპარაკებებზე, რაც სააკაშვილმა გაახმოვანა, საქმის კურსში არ ვიყავი. ერთადერთი ვიცი, რომ მან ნამდვილად თქვა ასეთი ფრაზა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს - „ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და მერე ჩვენ შეიძლება ნატო-ზე უარი ვთქვათ". ამ ფორმულირებით ეს მას ნამდვილად აქვს ნათქვამი, მაგრამ იყო თუ არა სერიოზული მოლაპარაკებები მისი მხრიდან რუსული სამხედრო ბაზების დატოვების ან ნატო-ზე უარის თქმის თაობაზე, პირადად მე, ამის საქმის კურში ნამდვილად არ ვარ, თუმცა, ეს რაც სააკაშვილმა გამოაცხადა, შესწავლის საგანია", განაცხადა ბურჯანაძემ, რომლის კომენტარიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი