საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა ფედერიკა მოგერინს გაუგზავნეს, არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო-ს დაკვნებს ეყრდნობოდა.
„ბუნებრივია, გავეცანი ამ წერილს. საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი - მათი რჩევები და რეკომენდაციები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული წერილი ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნებს. ყველამ კარგად ვიცით ეუთო-ს დასკვნა და მასში აღწერილი გარემო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. მათ შორის, აღნიშნულია ერთმნიშვნელოვნად, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სტაბილურ გარემოში და ის ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა ქართველი ხალხის არჩევანს. ერთადერთი დიდი ხარვეზი, რომელიც იყო და მე ამას არჩევნების პროცესშიც ვამბობდი - ეს იყო უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო, იქნება და არის დიალოგისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს და დღესაც კარგად ხედავს, საიდან მოდის ეს ინიციატივები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, „ქართული ოცნება" ყოველთვის მზად იყო, არის და იქნება დიალოგისთვის, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, მათ დაცვას.... დიახ, პოლარიზაცია არ არის კარგი და ახლაც ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკაონ, რბილად რომ ვთქვათ, იმ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიოს ჩვენს საზოგადოებაში....
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამაზე პასუხი გაეცა 2016 წელს, როდესაც ეს ინიციატივა, ეს იდეა იდგა. და მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ისევე, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სწორედ „ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც რეალურად ეს იდეა მიიყვანა კონკრეტულად შედეგებამდე - რომ საქართველო აუცილებლად გადავა პროპორციულ სასტემაზე. 2016 წელს ეს საკითხი იდგა და სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა მას მხარი არ დაუჭირეს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, თუ რა იყო მათი მოტივაცია. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომლითაც გაწერილია, თუ როდის გადავა საქართველო პროპორციულ სისტემაზე", განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.