თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მრავალეროვნული სწავლებების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა
04-04-2019, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ბოლო წლებში განხორციელებულ ერთობლივ მრავალეროვნულ სწავლებებზე გაამახვილა.

 

 

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ერთობლივ სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ უპრეცედენტოდ იზრდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და არსებობს პროგრესი აღნიშნული სწავლების ფარგლებში.

 

 

„გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ერთ-ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ასეულის სახით, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩაატარა საკუთარი მზადყოფნის გეგმის შესასრულებლად და შესაფასებლად სწავლებები. რაც გვაძლევს საფუძველს, რომ სტრატეგიულ კონტექსტში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვიფიქროთ, როგორც აშშ-ის, ისე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები როტაციის პრინციპის საფუძველზე გადიოდნენ ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სწავლებას საქართველოში.

 

 

სწორედ, ეს არის გაწევრიანებამდე ყველაზე სწორი პოლიტიკა საქართველოში მეტი ნატოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის “, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი