„შევძელით, რომ ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“ - ლევან იზორია
04-04-2019, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ლევან იზორიამ ისაუბრა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რაზეც მიმართულია ბიუჯეტი - ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა წვრთნა და შენარჩუნება. „თუ ბიუჯეტის 2/3 იყო სოციალური, პერსონალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული, ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად, შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის: ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა“.

 

 

მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის განაწილება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ხდება - „დღეს ბიუჯეტის მართვა არის, სწორედ, გონივრული განაწილება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება. ნატოს სტანდარტის მიხედვით, პერსონალურ და სოციალურ ხარჯებზე ბიუჯეტი 55%-ის ფარგლებშია, წელს ჩვენ ამ მიმართულებით 48% გვაქვს.

 

 

შეიარაღების მიმართულებით გადავაჭარბეთ ნატოს სტანდარტს და გვაქვს 24%, რაც ხაზგასმით აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისი განცხადებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ფინანსური კუთხით დღეს ნატოსთვის მთავარი სტანდარტია. საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%- ის ფარგლებში ფინანსებს, იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი