თქვენ მას თავდაცვის სამინისტროს კარი მიუხურეთ და ახლა პარლამენტის კარიც მიუხურეთ, ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძესთან დაკავშირებით პარლამენტში მისულ თავდაცვის მინისტრს.
„მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებმა ლევან იზორიას მოუსმინეს, სასესიო დარბაზში კი, ეკატერინე ქვლივიძე არ შეუშვეს.
„ამ შენობაში ახლა იმყოფება ეკა ქვლივიძე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს საამაყო სიმბოლო თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ღირსეული შეიარაღებული ძალებისთვის. ყველა რომ ფეხზე უნდა ვიდგეთ და ტაშს ვუკრავდეთ ისეთი ადამიანია. ეს ადამიანი ახლა დგას პარლამენტის მიერ მიჯახუნებული კარის მიღმა. არათუ თავდაცვის სამინსიტროს კარი მიუჯახუნეთ, პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ, რომ ვაი და არ ესიამოვნოს ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რომ მისი სახე დაინახოს, უბრალოდ რომ მოუსმინოს", განაცხადა ხოშტარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.