პარლამენტში ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ორგანიზების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
04-04-2019, 17:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითად საბრძოლო კომპონენტს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა წარმოადგენს და სხვა მიმართულებებთან ერთად რეფორმების ფოკუსირება ამ კუთხითაც ხდება.

 

 

„როდესაც ვსაუბრობ აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებზე, მხედველობაში მაქვს ქვეითი ბრიგადები. 2019 წლის 10 იანვარს ჩვენ შევქმენით ახალი სტრუქტურა და უზრუნველვყავით მათი ერთიანი სტანდარტით საქმიანობა“.

 


როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეით ბრიგადებს განესაზღვრათ სამი ძირითადი მიმართულება - სამანევრო მიმართულება, მხარდამჭერი ელემენტები და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.

 

 

ლევან იზორიას თქმით, სამანევრო ქვედანაყოფების სტანდარტიზაციის თვალსაზრისით ოთხივე ბრიგადის ქვეით ბატალიონებში ერთიანი სტრუქტურა შეიქმნა და ყველა ბრიგადაში თანაბრადაა წარმოდგენილი ჯავშანსატანკო ბატალიონები.

 

 

„ეს ადრე ასე არ იყო. თანაბრად წარმოდგენა ნიშნავს ჯავშანსატანკო ბატალიონებში სატანკო და მექანიზირებული ასეულების თანაბრად ყოლას. ასევე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ასეულის დონის ტაქტიკურ ჯგუფებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არამხოლოდ სტანდარტიზაცია, არამედ სამხედრო მოქმედებების პრინციპიც უნდა იყოს სტანდარტიზებული და ძირითადად ასეულებზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღნიშნულ რეფორმას სიმბოლურად მცირე ქვედანაყოფებზე ორიენტირებული ტაქტიკა დავარქვით“.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, სწორედ ამ ასეულების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული აშშ-სთან ერთად დაწყებული ყველაზე ამბიციური „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP).

 

 

„სწორედ GDRP-ის ფარგლებში გადავეცით აღნიშნულ დანაყოფებს მსუბუქი შეიარაღება და მათი სწავლებებიც მიმართულია იმისკენ, რომ ისინი გამორჩეულნი იყვნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი