ლევან იზორია: „საზოგადოების ფართო ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი არის ტოტალური თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი“
04-04-2019, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს, რომ საქართველოს თავდაცვა არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების საქმე, არამედ ყველა უწყებისა და მთელი საზოგადოების პასუხისგმებლობა, ამიტომ, საზოგადოების ფართო ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი არის ტოტალური თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

„გასულ წელს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების თანამონაწილეობით პირველად ჩავატარეთ უწყებათაშორისი სწავლება, სწორედ ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე, სადაც პირველად მონაწილეობდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი - პრემიერ-მინისტრი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ უნდა იყვნენ პოლიტიკური ლიდერები ჩართულნი სწავლებებში იმისთვის, რომ მათი მზადყოფნის ხარისხი კრიზისის თუ ომის შემთხვევაში იყოს სათანადო“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

„ჩვენი პოლიტიკა ნატოს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ეფუძნება, სწორედ, ამ ორ პრინციპს - თავდაცვისა და შეკავების პრინციპს. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კომპონენტის ერთობლიობას, ანუ ისეთი გარემოსა და მზადყოფნის ისეთი ხარისხის შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. პოლიტიკური მხარდაჭერა კი, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ამ ორ პრინციპთან ერთად, არის გააქტიურებული საერთაშორისო თანამშრომლობა. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, იქნება ეს მრავალეროვნული სწავლებები, მეტი სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან თუ ნატო-საქართველოს სწავლებები, არის, სწორედ, ამ ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური კომპონენტის განმტკიცება შეკავების პრინციპის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდება, გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეჩერებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას ქვეყანაში“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

მისი თქმით, ტოტალური თავდაცვის სხვა ძირითადი კომპონენტები, სამხედრო თავდაცვასთან ერთად, არის ეკონომიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური თავდაცვა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი