თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე ისაუბრა
04-04-2019, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზეც გაამახვილა და რამდენიმე პროექტის შესახებ ისაუბრა:

 

 

„წელს დავასრულებთ საერთო საჯარისო ცენტრის მშენებლობას, სადაც თითოეული გვარეობის მიხედვით ოფიცრები სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ. ერთ თვეში საქართველო-საფრანგეთის კონტრაქტით გათვალისწინებული გარემონტებული სამხედრო ბაზა გვექნება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და მის კეთილმოწყობას, სტოლტენბერგმა, პირად საუბარშიც მითხრა, თუ რა პროგრესს ხედავს აღნიშნულ ცენტრში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“.

 

 

მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება გორში ბინების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც 180 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

 

 

ლევან იზორიამ ყურადღება, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებში მიმდინარე და დაზვერვის ოფისის სარემონტო სამუშაოებზე გაამახვილა. მან სამხედრო ნაწილების სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის შეძენის შესახებაც ისაუბრა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი