თავდაცვის მინისტრი: „სამინისტროს პერსონალისა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით“
04-04-2019, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

 

 

ლევან იზორიას განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული გონივრული პოლიტიკითა და მთავრობის მეთაურის მხარდაჭერით, სამინისტროს პერსონალისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამები განხორციელდა.

 

 

„შევძელით ის, რომ მოვამატეთ ხელფასები 100 დან 500 ლარის ფარგლებში, წოდებების შესაბამისად. ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. მარტო წელს, 8000 სამხედრო მოსამსახურე გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს. დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, როგორც ეს გვქონდა აღმოსავლეთ საქართველოში, გავხსენით სამხედრო ჰოსპიტალი. ასევე, 2017-18 წლებში, კომისიის ფარგლებში, რომელიც ძირითადად სოციალური, ფინანსური და სამედიცინო დახმარებებისთვის არის შექმნილი, გავეცით 1378 დახმარება, როგორც სამხედრო მოსამსახურეებისთვის და ასევე მათი ოჯახის წარმომადგენლებისთვის.“

 

 

ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება:

 

 

„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას 2020 წელს. ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტით გათვალისწინებული ბინებით უზრუნველყოფას უკავშირდება. როგორც გითხარით, წელს ბინას 260 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ხოლო, 2020 წელს- დარჩენილი 500 სამხედრო მოსამსახურე და ამით, 2013 წელს დაწყებულ პროცესს 2020 წელს დავასრულებთ“.

 

 

ლევან იზორიამ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის ბოლოს, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განახლებული სახით მოემსახურება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი