მიმდინარე წელს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება
04-04-2019, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება, სამუშაოები 2021 წელს დასრულდება - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მისივე თქმით, გასულ წელს დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების და ელექტროობის ახალი სისტემები, შეიცვალა განათების ქსელი. 2019 წელს გამოცხადდა კონკურსი სასახლის არქიტექტურული კომპლექსის კვლევა-პროექტირებაზე და მალე დაიწყება სასახლის სრული რეაბილიტაცია.

 


„სასახლე, რომელიც 4000 ბავშვს ემსახურება, წლების განმავლობაში საჭიროებდა რეაბილიტაციას. აქ უმძიმესი მდგომარეობაა. ვიწყებთ ამ სასახლის რეაბილიტაციას. წელს 8 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სამუშაოები ჩატარდეს. ორი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ ამ შენობის სრულად რესტავრირებულ ისტორიულ ნაწილს. შვიდკაცას გუნდი შევიდა სასახლეში და მადლობა მათ ამისთვის, გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. ეს სასწავლო პროცესში, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ნაბიჯია“, განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი