გალაკტიონ ტაბიძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
04-04-2019, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის ბოლომდე გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლაში, რევაზ ლაღიძის სახელობის N4 ხელოვნების სკოლაში, ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში, ვიქტორ დოლიძის სახელობის N15 ხელოვნების სკოლაში, N21 ხელოვნების სკოლასა და გიორგი ცაბაძის სახელობის N25 ხელოვნების სკოლაში მიმდინარეობს.

 

 

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლაში და ალექსი მაჭავარიანის სახელობის N26 ხელოვნების სკოლაში. ამავე ტიპის სამუშაოები იგეგმება მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლასა და სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში.

 

 

„დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია. გარემონტდა და კეთილმოეწყო სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი. ერთ თვეში ვიქნებით მზად, რომ მისი პირველი დამთვალიერებელი მივიღოთ. 2018 წელს გაიხსნა ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც პირველი ციფრული მუზეუმია თბილისში. ასევე, წლის ბოლომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმს, ხოლო მომავალ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს“, განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

 

 

თბილისის მერიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დღეს კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა.

 

 

ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი