ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა
04-04-2019, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლოჯისტიკის მიმართულებით და თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ჩვენ საჯარო მოხელეთა რაოდენობა შევზღუდეთ, რომელიც ისარგებლებდა სამსახურეობრივი ავტომანქანებით და ამით წლის განმავლობაში 222 ათასი ლარი, ასევე საწვავის ხარჯები დავზოგეთ; თუ 2012 წელს საწვავის ხარჯი 35 მილიონ ლარს შეადგენდა, ახლა 12 მილიონი იხარჯება. 2011-2012 წელს საიდუმლო შესყიდვები საეჭვო გარემოებებით 46%-56%-ი ხორცილედებოდა, მიმდინარე და გასულ წლებში მხოლოდ 16% გვაქვს საიდუმლო შესყიდვები. ამ სტანდარტს კიდევ უფრო დავწევთ“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

მინისტრმა უწყების ხარჯები წლების მიხედვით განიხილა.

 

 

„2018 წელს 850 ათასი ლარით დაიზოგა 2017 წელთან შედარებით. 2011-2012 წლებში ეს იყო 3 მილიონ 132 ათასი, 2012 წელს კი, 3 მილიონ 2 ათასი. თითქოს, ხარჯები იყო გაბერილი 2017 წელს. ეს იყო განპირობებული უპრეცედენტო დინამიკით, რომელიც 2017 წელს გვქონდა. ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციის ვიზიტი 350 ათასი ლარის მობილიზება მოხერხდა, ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა უკეთესად წარმოჩინდეს ქვეყანა.

 

 

2017 წელს ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რაც ასევე გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. ეს ცხადყოფს, თუ როგორ ვუფრთხილდებით წარმომადგენლობით ხარჯებს“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი