დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ზურაბ სეხნიაშვილმა სოფელ დავათის, ნოკორნას, ლაფანაანთკარის, ქერიაანთკარის და მწითურების მოსახლეობას გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ადგილზე დაათვალიერა ჩატარებული სამუშაოები, ხოლო მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია ადგილობრივი საჭიროებებისა და პრობლემური საკითხების შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და მერის წარმომადგენელი ლაფანანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, მანანა ჯუხარაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.