ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა და საკრებულოს თავმჯომარემ ნაირი ირიციანმა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად შეხვედრები გამართეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოლავერდი, გომანი, ბალხო, ბუღაშენი, ზაკვი და თირკნა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი იყო, სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობა და მათ მოსაგვარებლად სწრაფი რეაგირება. შეხვედრების დროს ადგილობრივებმა საკუთარი პრობლემების შესახებ ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს მთავრობას განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის.
ახალქალაქის მერიის ცნობით, შეხვედრებზე მიმდინარე პროექტებისა და მომავალი გეგმების შესახებაც ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.