ძლიერი ქარის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის თუნუქის მასალის გადაცემა დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, 30-31 მარტს ქარის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისგან შესაბამის დახმარებას მიიღებს. უმოკლეს ვადებში მოხდება დაზიანებული კორპუსებისა და სხვა ობიექტებისთვის საჭირო მასალების შესყიდვაც.
სტიქიამ წყალტუბოში სულ 45 კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.