ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი სოფელ მატნის ბიბლიოთეკაში მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრამ, რომლის ძირითად მიზანს სოფელში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობა წარმოადგენდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხი პირადად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან მოესმინა.
ასევე შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მერის ინიციატივით, სოფლის აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო თათბირებს, ასე ისინი უკეთესად გაეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის პროცესს და შეძლებენ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ხელისუფლებამდე მიტანას.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.