ავღანეთში ქართველი სამხედროების მიერ ნაპოვნი დიდი ოდენობით თანხა მფლობელებს დაუბრუნდა
05-04-2019, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ავღანეთში საქართელოს თავდაცვის ძლების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უმცროსმა სერჟნტმა მერაბ ირემაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქვეითად გადაადგილებისას იპოვა საფულე დიდი ოდენობის თანხით და დოკუმენტაციით, რომელიც წარადგინა ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც ნაპოვნი ნივთი დაუბრუნდა მესაკუთრეს.

 

 

ასევე, რამდენიმე დღის შემდეგ, კაპრალმა ბადრი ფუტკარაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე იპოვა საფულე 1200 დოლარის ოდენობის თანხით, კაპრალ სპეციალისტმა ზვიად ქადარიამ და სერჟანტმა ირაკლი ტაბატაძემ კი, ამოცანის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას დიდი ოდენობის ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები იპოვეს.

 

 

სამხედრო მოსამსახურეებმა დაუყოვნებლივ აცნობეს სამხედრო პოლიციას და დაკარგული ფული, ასევე, პირადი ნივთები მფლობელებს დაუბრუნდათ.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 22-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა გამოეცხადათ.

 

 

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბშიც მოხდა, როდესაც ქართველმა სამხედროებმა დიდი რაოდენობის თანხა იპოვეს და მესაკუთრეს დაუბრუნეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი