ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის წარმომადგენელმა ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვლადიმერ ხელაძემ, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ოჯახებს, რომელთა სახლებიც ძლიერმა ქარმა დააზიანა, სახლის გადასახური მასალა გადასცეს.
30-31 მარტის ძლიერი ქარის შედეგად ვანში 22 ოჯახი დაზარალდა. ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები და კარ-ფანჯარა. დღეს დაზარალებული ოჯახების ნაწილს გადაეცათ სახურავისათვის გოფრირებული თუნუქის და ხის მასალა. უახლოეს დღეებში კი, ყველა დაზარალებულ ოჯახს, გარდა ხის და თუნუქის გადასახური მასალისა, გადაეცემათ რკინისა და სხვა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალები.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.