ირაკლი კობახიძე: „ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღება მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სურათზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“
05-04-2019, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯის შემოღებას.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომაროების კუთხით არსებული ერთადერთი პრობლემა არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა, სამწუხაროდ, მისი და საერთაშორისო პარტნიორების რესურსები შეზღუდულია. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთნიკური ქართველების უფლებებთან ერთად, მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აფხაზებისა და ოსების უფლებების დაცვაც.

 

 

„იცით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ კუთხით გამოვასწოროთ მდგომაროება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვა ამ ტერიტორიებზე, არამედ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აფხაზების და ოსების ინტერესების და უფლებების დაცვაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან რაც კი შეიძლება გაკეთდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა, იცით, რომ სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რესურსები არის შეზღუდული, თუმცა, ამ შეზღუდული რესურსების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი