ლიბერთი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მხარდაჭერას აგრძელებს
05-04-2019, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბერთისა და ,,კინგსი საქართველოს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულიად უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას ,,კინგსი საქართველოს" მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ოლიმპიადებში.

 

 


24 მარტს, კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადის ტურით გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით 22 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პირველ ტურში 14 432 მოსწავლე მონაწილეობდა. 7 აპრილს მეორე ტურში 9 543 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მაისში დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება ქართულ ენასა და მათემატიკაში.

 


,,მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში და ჩვენი თანადგომით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მონაწილება მიიღონ საგნობრივ ოლიმპიადებში. განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ პროექტში ვართ ჩართული და ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. " - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

 


"კინგსი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე მომავალი თაობის განვითარებისა და მათთვის მოტივაციის შექმნის მიზნით. განათლებული, განვითარებული მომავალი წარმატებული ქვეყნის წარმატების საწინდარია. სწორედ ამიტომ, ამ ეროვნულ საქმეში ჩართულობა და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა თითოეული ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაცაა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჩაერთონ საგნობრივ ოლიმპიადებში.' - განაცხადა სესილი გელოვანმა, კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 


დაფინანსების მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ კინგსის ადმინისტრაციას 032 2 306131 / www.kings.ge.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი