პრემიერ მინისტრი სოფელ შუა სურების ახლადაშენებულ სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
05-04-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ახლადაშენებულ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

 

 

მამუკა ბახტაძე მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამდროვე სტანდარტების სკოლები საქართველოს მასშტაბით აშენდება.

 

 

მთავრობის მეთაურმა სოფლის ისტორიის შესახებ სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინა და ბავშვებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა და მათი ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობების გაჩენა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

 

 

„განათლების რეფორმა და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელება არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. გურიაში რამდენიმე ახალი სკოლა შენდება. ამასთან ერთად, არის რესურსი გამოთავისუფლებული, იმისთვის, რომ გავაორმაგოთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩემი ინტერესის საგანია ინტერნეტიზაციის პროექტი. გურიაში ჩვენ გვაქვს ადგილები, სადაც არის პრობლემა და ბუნებრივია, სკოლებისა და ბაღების განვითარების პარალელურად არის სურვილი, რომ ეს პროექტიც დავაჩქაროთ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურებში ახალი სკოლა მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდა. სკოლა, რომლის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დასრულდა, თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტების შესაბამისია.

 

 

მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობების კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი