საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
1 აშშ დოლარის ფასი ისევ 2.6903 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (4 აპრილი, 2019) მიხედვით 1 აშშ დოლარი ასევე 2.6903 ლარი ღირდა.
უცვლელი დარჩა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც და მისი ღირებულება კვლავ 3.0212 ლარია. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0212 ლარი იყო.
0.0223 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან და მისი ღირებულება 3.5168 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 გირვანქა სტერლინგის ოფიციალური ღირებულება 3.5391ლარი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.