ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საინფორმაციო კუთხეების მოწყობა გრძელდება. მე-4 მექანიზებული ბრიგადის შემდეგ, ნატოს საინფორმაციო კუთხე პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის დისლოკაციის ადგილას, მცხეთაშიც გაიხსნა. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ პირად შემადგენლობას კუთხე პირადად გააცნო და ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ესაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებს ნატოსა და ევროკავშირთან, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურების გაცნობის საშუალება აქვთ.
ბრიგადებში საინფორმაციო კუთხეების მოწყობის ინიციატივა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს ეკუთვნის. პროექტი თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
საინფორმაციო კუთხის მოწყობა თავდაცვის ძალებში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ნატოს დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საინფორმაციო კუთხეები წლის ბოლომდე ყველა ბრიგადაში გაიხსნება. თავდაცვის სამინისტრო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ლექციების ციკლის ჩატარებასაც გეგმავს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.