გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში საკრებულოს სხდომას დაესწრო.
„შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდათ ეტყობა ჩემზე დღეს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის და მე აქ ვარ ზედმეტი. მე ვფიქრობ, რომ მე აქ არ ვარ ზედმეტი. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ახლა არის ის დრო, რომ აქ უნდა შეიცვალოს მერი, აქ უნდა შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელი და უნდა მართლა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორუფციული სქემების საერთოდ მოსპობა", განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.