ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიტერატურის წრის ხელმძღვანელმა და აღსაზრდელებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერის, მეცნიერის, მწერლის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.