ივანიშვილმა დაამარცხა სააკაშვილი, მაგრამ დამარცხდა "ათასჯერ გადამხტრებთან"!
30-07-2015, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, უკვე დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში მომხდარმა ცვლილებებმა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ შეძლო საქართველოს იმ სასიცოცხლო პრობლემების (ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საყოველთაო უმუშევრობის და სიღატაკის დაძლევა, მასობრივი ემიგრაციის შეჩერება და სხვა.) არათუ გადაჭრა, არამედ გაუმჯობესება და, ქვეყნისთვის ახალი, სწორი სტრატეგიის და ტაქტიკის დასახვა! 4 წლის წინ, მილიარდერის და მეცენატის ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში "შემოსვლის" და 3 წლის წინ ხელისუფლებაში "მოსვლის" შედეგად, – დამარცხდა სააკაშვილის დამნაშავე ნაცრეჟიმი (ამისთვის, დიდად მადლიერები ვართ მისი), მაგრამ, ივანიშვილმა ვერაფერი დააკლო 25 წლიან ქართულ პოლიტიკურ კონტექსტს, ანუ იმ კრიზისულ პოლიტიკურ და ზნეობრივ რეალობას, რომელშიც იმყოფება საქართველო მთელი ამ წლების მანძილზ და რაც დიდად განპირობებულია ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალების არაპროფესიონალიზმით, მედროვეობით და გამყიდველობით. მეტიც, ივანიშვილმა არათუ ვერ შეცვალა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სურათი, არამედ პირიქით, თავად ივანიშვილი გახდა მძევალი იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებზეც გააკეთა ფსონი, როდესაც პოლიტიკოსი "გახდა". დიახ, ამ პოლიტიკური ჯგუფებიდან, გამომდინარე მათი პოლიტიკური ბიოგრაფიებიდან (დაწყებული, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობით, დამთავრებული, სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობით), თითქმის ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში გამეფებული არსებული უმძიმესი პოლიტიკური და სოციალ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, – "შუა უნდა გაიკრიფოს", – რაშიც ის გულისხმობდა ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდ უმრავლესობას (მართებულადაც!), ვერ ჰპოვა განვითარება, ანუ, ივანიშვილმა ვერ შეძლო საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის და ახალი პოლიტიკური ვითარების დაფუძნება და აქედან გამომდინარე, თავად იგი "შეისრუტა" იმ ძველმა და "გამოცდილმა" პოლტჯგუფებმა, რომლებიც – "ათასზე და ათასჯერ არიან გადამხტრები", – სხვადასხვა პოლიტიკურ "პატრონზე", ამიტომაც "მარადიული ადგილი უკავიათ" ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მოკლე რეზიუმე ასეთია, – ივანიშვილმა დაამარცხა სააკაშვილი, მაგრამ, დამარცხდა "ათასჯერ გადამხტრებთან"!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი