წყალტუბოში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა
06-04-2019, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა.

 


გაიხსნა საკავშირო კატეგორიის მსაჯის, მძლეოსნობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელის გივი თალაკვაძის მემორიალური დაფა.

 

 

ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

 


დამსახურებული მწვრთნელის გივი თალაკვაძის ქალიშვილმა ლალი თალაკვაძემ ისაუბრა მამის სპორტულ კარიერაზე, მიღწევებსა და სპორტის განვითარებაში შეტანილ წვლილზე.

 


აღინიშნა, რომ წყალტუბოში უკვე ტრადიციად იქცა გივი თალაკვაძის სახელობის ტურნირის ჩატარება. ითქვა ისიც, რომ გივი თალაკვაძე 60 წელი ემსახურა მძლოსნობის განვითარებას, მასთან ერთად 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი ჭოკით ხტომაში სერგეი ბუბკა საწვრთნელ ვარჯიშებს წყალტუბოს სტადიონზე გადიოდა.

 


დღესვე, ქალაქის მე- 2 საჯარო სკოლაში გივი თალაკვაძის აღზრდილის, სპორტის პედაგოგის რიტა ქურასბედიანის ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრებები მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში, ერთმანეთს მე-2 საჯარო სკოლის, კერძო სკოლა ,,ოცნების'', სოფელ ბანოჯის, რიონის, ვარციხეჰესების, გვიშტიბის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.

 


გუნდური გამარჯვება და პირველი ადგილი მე- 2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა., მეორე - ვარციხეჰესების, ხოლო მესამე - სოფელ ,,რიონის'' გუნდმა დაიკავა.

 


გამოვლიდნენ ინდივიდუალური გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრად დიპლომები და თასები დამსახურებული მწვრთნელის შვილიშვილმა მარიამ მარჯანიშვილმა გადასცა.

 


სპორტის საერთაშორისო დღის წყალტუბოში მასშტაბურად აღნიშვნა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი