საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, განაცხადა მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად „არაკონსტრუქციულ" ოპოზიციასთან ერთად, უმუშევრობა, სიღარიბე და ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა.
მისი თქმით, აუცილებელია, არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, ხოლო იმისთვის, რომ „ძალადობრივი რეჟიმი" აღარ დაბრუნდეს, ხალხის კონსოლიდაციაა საჭირო.
„ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა - მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია, მეგობრებო და მე ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.... ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს, რაც მთავარია", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მმარველი გუნდი მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით მოხდეს დაგეგმილი პროექტების განხორციელება ზუგდიდში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.