თბილისში, სტიქიის შედეგად უსახლ-კაროდ დარჩენილ 38 ოჯახს ბინებისთვის შესაძენი თანხები უახლოეს დღეებში გადაეცემა
30-07-2015, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს დღეებში სახელმწიფო მათ ბინების შესაძენად გამოყოფილ თანხებს გადასცემს.


როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ეს ეხებათ ოჯახებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ საცხოვრებელი. რაც შეეხება დაზარალებულთა მეორე კატეგორიას მათ სახელმწიფო საცხოვრებელს აღუდგენს, ავეჯისა და ტექნიკისთვის გამოყოფილი თანხები კი განურჩევლად ყველა დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა.


„38 ოჯახია პირველი კატეგორიის დაზარალებული, მათ სრულად გაუნადგურდათ ქონება. ფაქტობრივად, ყველა მათგანთან მიღწეულია შეთანხმება, ხელშეკრულებები ყველასთან გაფორმებულია. შეთანმხება მიღწეულია თანხაზე. იყო 2 ვარიანტი, ერთი იყო სულადობრივად თანხის ანაზღაურება, მეორე იყო პირდაპირი შესყიდვის მეთოდი, სახელმწიფო ყიდულობდა მათგან ამ ქონებას. ამ 38 ოჯახში ორივე ვარიანტი არის. ამ 38 ოჯახის დასახმარებლად 6 მილიონზე მეტი თანხაა აკუმულირებული და უახლოეს დღეებში ამ სახლების გაცემა დაიწყება. მანამდე კი ისინი სახელმწიფოსგან ნაქირავებ ბინებში ან სასტუმროებში რჩებიან. ისინი საკვებით და ყველა პირველადი ნივთით უზრუნველყოფილი არიან. ეს ჯამში 111 ადამიანია. ისინი პარალელურად ეძებენ ბინებს და სახელმწიფოსგან გაცემული თანხით შეიძენენ მათ. თუ საჭირო გახდა და სურვილს გამოთქვამენ , ჩვენ შეგვიძლია ბინების შოვნაშიც დავეხმაროთ.


ამავდროულად, უახლოეს დღეებში დაიწყება მეორე კატეგორიის დახმარება. ეს დაახლოებით 50 ოჯახია სადაც საცხოვრებელი სახლების აღდგენა შეიძლება. პლუს ამას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, 5 აგვისტოდან 8-10, 500 ლარამდე კომპენსაციების გაცემა დაიწყება. ეს კომპენსაცია ეხება ყველა დაზარალებულს განურჩევლად მისი კატეგორიისა“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.


რაც შეეხება დაუზღვეველი მანქანების ანაზღაურების საკითხს, ბაბუნაშვილის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი