ფონდი „ქართუ“ სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობას გეგმავს - ფონდის დაფინანსებით ასევე აშენდება საბავშვო ბაღი, ეკლესია და მოეწყობა სკვერი
07-04-2019, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სამეგრელოს ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მერი გოჩა ქაჯაია ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

 


ილია ბეგიაშვილისა და ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, სამინისტრო და ფონდი ერთობლივად სწავლობენ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რაც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს და პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად განახორციელებენ.

 


„საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე პროექტს უკვე ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტში. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია და რამდენიმე თვეში დასრულდება. ასევე, გავეცანით სოფელ ძველ ხიბულაში არსებულ ვითარებას და იმ საჭიროებებს, რაც არსებობს წყალმომარაგების, გარე განათების, საბავშვო ბაღის მიმართულებით. გადაწყვეტილია, რომ ფონდ „ქართუსთან“ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოკლე პერიოდში, გავაკეთებთ შესაბამის პროექტებს, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

 


ილია ბეგიაშვილი და ნიკოლოზ ჩხეტიანი სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლში იმყოფებოდნენ, სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ფონდი „ქართუ“ იქ ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობას გეგმავს. ფონდის დაფინანსებით სოფელ ძველ ხიბულაში აშენდება საბავშვო ბაღიც, ეკლესია და მოეწყობა სკვერი.

 

 

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი