ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქ. ახალქალაქის #1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეები საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, საკრებულოს დეპუტატებმა - ჰაკობ ჩახმახჩიანმა, კარაპეტ პალოიანმა, სედა მელქუმიანმა და სარგის მელიქიანმა მიიღეს. მოსწავლეები საკრებულოს საქმიანობას გაეცნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას იმ პრობლემების შესახებ ესაუბრენენ, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, შეხვედრისას მოზარდებმა დააყენეს საკითხი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ ტერიტორიაზე არსებობს. კერძოდ:
• ასფალტირებული ქუჩები დანგრეულია და სარემონტო სამუშაოები არ განახლდა;
• ქუჩების განათების ნათურები არის უხარისხო და დამონტაჟებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ფუჭდება;
• სპორტული კომპლექსისა და ქალაქის პარკთან არსებული მინი-სპორტული მოედანი ცუდ მდგომარეობაშია;
• ჩამდურის საჯარო სკოლასა და სოფლის გზებს ესაჭიროება გარემონტება;
• კარწახისკენ მიმავალი გზა ვაჩიანის მახლობლად დანგრეულია და ა.შ.
სკოლის მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ სურთ თავისუფალი დროის გატარების ადგილების შექმნა, მათ შორის ფიტნეს ცენტრი, ბოულინგის კლუბი, კეთილმოწყობილი პარკი და სხვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.