აფეთქება მოხდა თბილისში, დიღმის მასივის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში
07-04-2019, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტალში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება მესამე სართულზე მდებარე დაკეტილ ბინაში მოხდა.

 

 

კორპუსის მცხოვრები ერთ-ერთი ქალის თქმით, დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 

 


აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

 


ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

 

„ყაზტრანსგაზის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი.

 


„ყაზტრანსგაზის“ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 


„ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა, სადაც აალება მოხდა, მეზობლების ინფორმაციით, ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი, წინასწარი ინფორმაციით, გუშინ დატოვეს. „ყატრანსგაზ თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი