გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო
07-04-2019, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს.

 


სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

 

 

თბილისის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში მოეწყო 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი. მეორე ეტაპზე, ვარდისუბნის ქუჩაზე, 2.5 კილომეტრზე, მოეწყობა 500 მმ გარე ქსელი და 100 ერთეული ჭა.

 


„მუხიანის აგარაკებზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. აქ მსგავსი სისტემა არასდროს ყოფილა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდა. სამუშაოების ჩატარება გასულ წელს დავიწყეთ. პროექტი დაახლოებით, ივლისში მთლიანად დასრულდება. როგორც წყალარინების სისტემა, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ამ ეტაპზე ცენტრალური დაერთების სამუშაოები დასრულებულია, ახლა კი ქუჩებში დაქსელვის სამუშაოები იწყება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

 


წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გზა“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე 750 000 ლარი დაიხარჯება.

 


სამუშაოები მერთან ერთად დღეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი