„ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა
07-04-2019, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა.

 


მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას’’ და მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გივი მოდებაძემ თავის გამოსვლაში ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

 


„ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - დასრულდება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირგზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50 კმ-მდე ასფალტისა და ბეტონის გზა, მიმდინარე წელს დასრულდება რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია და თანამედროვე სავარჯიშო სისტემების მონტაჟი, სხვადასხვა მიმართულებით მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემები, დასრულდება გარე ფასადური სამუშაოები'' - განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სკოლამდელი აღზრდა. გამომდინარე აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ათეულ სკოლას და საბავშვო ბაღს, ასევე აშენდება 3 საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.

 


„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს ექნება ახალი საზოგადოებრივი ცენტრი. შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’-ს თანადგომით ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი ხორციელდება. ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ვიზრუნებთ მაღაროელთა უფლებების დასაცავად და მათი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად. მოუვწოდებ ყველა ჭიათურელს, ყველა ახალგაზრდას დავდგეთ ერთად ჭიათურის აღმშენებლობისთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის! მე მჯერა 2019 წლის 19 მაისს ჩვენ ავირჩევთ მშვიდობასა და სტაბილურობას და დავუბრუნებთ ჩვენს ღირსეულ ქალაქს ღირსებას", - განაცხადა ჭიათურის მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი