გიორგი აბაშიშვილი: ეროვნულ ბანკს ეძლევა საშუალება უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა
30-07-2015, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისი ინსტიტუტების პოზიციასთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.


როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირს წარედგინა.


მისივე თქმით, ამავდროულად, კანონპროექტი წარედგინა ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს.


"დღეის მდგომარეობით, როგორც ევროკავშირიდან, ასევე საერთაშორისი სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით მსოფლიო ბანკთან. ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს, არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის მიხედვით საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან", - განაცხადა აბაშიშვილმა.


მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ თვენახევრის წინ რამდენიმე წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა - ოთხმა ორგანიზაციამ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა ძალიან ნეგატიურად შეაფასა.


"გუშინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე კომენტირებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ბევრი შენიშვნის გათვალისწინებისა, მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები და ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისი სავალუტო ფონდის მიზნებთან და გაართულებს მორიგი პროგრამის წარმატებით მიმოხილვას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროქტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისი ინსტიტუტების პოზიციასთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, თანახმად ასოცირების დღის წესრიგისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორე მხრივ, რჩება ეროვნული ბანკის შემადგნელობაში საბანკო ზედამხედველობა, ხოლო ეროვნულ ბანკს ეძლევა საშუალება უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი