დავით სერგეენკო: ზესტაფონის მომავალი მერისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება
07-04-2019, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძესთან თანამშრომლობა ყველა კუთხით ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის წარდგენაზე.

 


დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა ჯანსაღ გარემოზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ერთერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

 


„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერმა ჯანსაღი გარემო ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ზესტაფონისთვის გარემოს სავარაუდო მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ამასთან დაკავშირებით არის მუდმივი მსჯელობა, იდგმება ქმედითი ნაბიჯები. მე უკვე მქონდა წინასწარი კონსულტაცია ბატონ გიორგისთან ამ თემაზე. ჩვენ ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს ამ საკითხზე, რომ ზესტაფონის მომავალი მერისათვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. აქტუალურია ბევრი მიმართულება, სოციალური, ჯანდაცვა, მაგრამ ზესტაფონისთვის, როგორც ინდუსტრიული ქალქისთვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი თემაა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 


მინისტრმა შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად იზრდება.

 


„ეს აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ გზების მშენებლობები და წყალგაყვანილობის მოწესრიგება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთმანეთის ძალისხმევის გაძლიერება იმისთვის , რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძნოს გაუჯობესება. მჯერა, რომ ამ ადამიანთან ერთად მივაღწევთ კონკრეტულ წარმატებას ამ თანამშრომლობაში. წარმატებას ვუსურვებ გიორგი გოგლიჩიძეს!“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი