ამერიკის შეერთებული შტატების ჰოუმლენდის უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის სადავო სასაზღვრო პოლიტიკას ახორციელებდა, თანამდებობიდან გადადგა.
ნილსენმა დეპარტამენტში მუშაობას „მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საპატიო“ მომენტი უწოდა.
პრეზიდენტმა ტრმპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ თანამდებობიდან წასული ნილსენი დროებით საბაჟო-სასაზღვრო დაცვის კომისრის, კევინ მაკალინანის მიერ იქნება შეცვლილი.
ნილსენი პასუხისმგებელი იყო ტრამპის მიერ წარმოდგენილი საზღვრის კედლის მშენებლობის განხორციელებასა და მიგრანტთა ოჯახის წევრების განცალკევებაზე.
მას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა გადადგომის წერილში აღნიშნა, რომ „ეს მართებული დრო იყო პოსტიდან წასვლისთვის“. მან ასევე თქვა, რომ აშშ „უფრო უსაფრთხოა დღეს, ვიდრე იმ დროს, როცა მე შევუერთდი ადმინისტრაციას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.