ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრობს: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება
08-04-2019, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიულ გამოცდილებაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბიძინა ივანიშვილმა”, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი, როგორც 1989 წლის 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ.

 

 

„9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას. არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ. შემდეგ გვახსოვს ჩვენ მოვლენების განვითარება და მთავარი, რამაც განაპირობა პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, იყო სწორედ ერთიანობის არარსებობა და განხეთქილება საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, ამ ისტორიულ გამოცდილებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე შეფასებით, არის რადიკალიზაციისა და განხეთქილების გაღრმავების მცდელობა, ხოლო მმართველი გუნდის ამოცანა საზოგადოების ერთიანობის ხელშეწყობა და სახელმწიფოს წინსვლაა.

 

 

„არის რადიკალიზაციის მცდელობა, განხეთქილების გაღრმავების მცდელობა და ეს აწყობთ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რევანში და არა საზოგადოების და სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენი ამოცანა არის სახელმწიფოს წინსვლა, აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა მივცეთ რადიკალიზაციის, განხეთქილების ჩამოგდების შესაძლებლობა და მოწოდებული ვართ იქითკენ, რომ პირიქით, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ერთიანობას და საზოგადოების დარაზმვას საერთო მიზნის გარშემო და ეს საერთო მიზანი არის სახელმწიფოს განვითარება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, კეთილდღეობის დონის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი