გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს მიმართა: რაც მოვისმინეთ, ადასტურებს იმას, რომ თიბისი ბანკის ხელმძღვანელებთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას
08-04-2019, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, რაც აქ მოვისმინეთ იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ თიბისი ბანკის ხელმძღვანელებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ყველა ინსტიტუტის მხრიდან", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტში გააკეთა.

 

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს კიდევ ერთხელ მოუსმინეს, ბოკერიამ თქვა, რომ თიბისი ბანკის საქმეზე პარლამენტმა საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას.

 

 

„თუ შესაძლებელია ასე უტიფრად ერთი კაცის და სახელმწიფო მანქანის დაკვეთით, კონკრეტულ კომერციულ სტრუქტურას და მის ხელმძღვანელებს გაუსწორდნენ და ყველა ინსტიტუტი დადგეს მწყობრში და ამას მოემსახუროს, ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ თქვენ, როცა ასეთი აშკარა ფაქტებია, როცა მინიმუმ, ასეთი კითხვის ნიშნები არსებობს პროკურატურის მოქმედებების მიმართ, პარლამენტის ვალია, რომ შექმნას კომისია და გამოიძიოს ეს საქმე", განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი