გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის წერილზე: ვეთანხმები მას, რომ „ეშმაკი ჰყოფს“, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ
08-04-2019, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება.

 

 

„შიშს დიდი თვალები აქვს", ამბობს უგულავა და ივანიშვილის წერილს „უტიფარ წერილს" უწოდებს.

 

 

„ვეთანხმები მას, რომ „ეშმაკი ჰყოფს“, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ იმიტომ, რომ 7 წლის განმავლობაში ღვარძლის, შურისძიების და ბოღმის ნთხევის მეტი მას და მის „ოცნებას“ არაფერი უკეთებია და ის ნაპრალები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში, რომლის გამთლიანებას კიდევ შეიძლება წლები და ათწლეულები დასჭირდეს. ამიტომ, სრული ფარისევლობაა აქ მისგან საუბარი, სრული ფარისევლობაა და ამაზრზენია, როდესაც ის 9 აპრილზე საუბრობს და ადარებს პირველ ოქტომბერს იმიტომ, რომ 9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვება და პირველი ოქტომბერი იყო ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიაზე გამარჯვება.

 

 

რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, იმ 9 აპრილზე, რომელიც ლებედმა და როდიონოვმა დაარბიეს და რომლის „რასკრუჩივანიაში" იღებდა და მონაწილეობდა და რომლის კამპანიაში მონაწილეობდა. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის მერეც არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქედ დარჩა და „ვიგოვორი" რომ კარგი ყოფილიყო, ამას თვითონ ამბობს, ბორის ივანიშვილი დაიწერა პასპორტში ბიძინას ნაცვლად. ეს არის ადამიანი, რომელიც 9 აპრილზე უნდა გველაპარაკებოდეს? ამ ადამიანისთვის საერთოდ არ არსებობს ღირებულება საქართველოს დამოუკიდებლობა", განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი