შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მატოხელა პენსიონერების ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გარეშე დარჩენა შეცდომა იყო, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
"არ მოვერიდები ამის თქმას, - ეს იყო შეცდომა, რომ მარტოხელა პენსიონერები ამ ორი თვის განმავლობაში აღმოჩნდნენ მოწყვლად ჯგუფში, თუმცა საბედნიეროდ დროული რეაგირება გავაკეთეთ, ეს გამოსწორდება და გამოტოვებული თანხები აუნაზღაურდებათ", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, სოციალურად დაიცველთა მეთოდოლოგია რამდნეიმე ათეულ პარამეტრს მოიცავს და თითოეულ ამ პარამეტრს ენიჭება თავისი შესაბამისი ქულა და კოეფიციენტი.
სერგეენკოს განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილება განხორციელდა მიმდინარე წლის მაისიდან, როდესაც გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდი რეკომენდაციების შესაბამისად, მთავარი აქცენტი გადატანილ იქნა მრავალშვილიან ოჯახებზე და ბავშვთა უფლებების, კეთილდღეობის მიმართულებით.
"ეს მართლაც შესაბამისად განხორციელდა, მაგრამ სამთვიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოწყვლადი აღმოჩნდა მარტოხელა პენსიონერების ჯგუფი, შესაბამისად ჩვენ გავაკეთეთ გათვლები, რომლის მიხედვითაც, დღეს მთავრობამ დაადასტურა და მარტოხელა პენსიონერებს ახალი, გაზრდილი კოეფიციენტი მიენიჭათ. ეს მოგვცეს საშუალებას, რამდენიმე დღის განმავლობაში გავაკეთოთ ავტომატურად გადათვლა", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარება 3700 პენსიონერს მოეხსნა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ეს ორთვიანი გაცდენა აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება თანხებს, სერგეენკოს განცხადებით, ამას დამატებითი რესურსები არ დასჭირდება.
მისივე თქმით, ჯამში ყოველთვიურად 23 მილიონი ლარის ფარგლებში იხარჯება სოციალურ დახმარებაზე და ეს ციფრი შენარჩუნდება. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბენეფიციარების რაოდენობა არ არის შემცირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.