შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში, რომელსაც 9 აპრილის ჯალათი, გენერალი ლებედი ხელმძღვანელობდა
08-04-2019, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს წერილს, რომელიც მან 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

 

 

ნათელაშვილი ივანიშვილის წერილს „მორიგ ფარისევლურ ეპისტოლეს" უწოდებს.

 


„ბიძინა ივანიშვილი არამარტო 9 აპრილის ჯალათის, გენერალ ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ, მანამდე აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში, რომელსაც სწორედ გენერალი ლებედი ხელმძღვანელობდა.

 

 

ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, ,,როსკრედიტბანკიდან“ დნესტრისპირეთში არსებულ ბანკებში გადარიცხული მილიონებით ყიდულობდა ლებედი იარაღს, აგროვებდა მოხალისეებს, აირაღებდა სპეცრაზმებს და გუდაუთის აეროპორტის გავლით წარმართავდა ქართველთა გასაჟლეტად.

 

 

ივანიშვილის სინდისზეა გაგრის ტრაგედია, სოხუმის დაცემა, ჭუბერის უბედურება, ტამიშის სისხლიანი კალო.

 

 

ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების შეცვლისთანავე, პასუხისგებაში იქნება მიცემული, მათ შორის აფახაზეთში წარმოებული ომისა და ქართველთა მასობრივი გენოციდისთვის.

 

 

გადარიცხვები ლებედისთვის, ,,როსკრედიტბანკიდან“ დნესტრისპირეთში, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა, დაფიქირებული და დოკუმენტირებულია", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი