დუშეთის მერმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ეკონომიკაში ტურიზმის მნიშვნელობასა და მისი როლის ზრდაზე ისაუბრეს
09-04-2019, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო ვიზიტად მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობასა და მისი როლის ზრდაზე ადგილობრივ ეკონომიკაში.

 

 

მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დუშეთის ისტორიულ უბანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს: მსოფლიო ბანკის კოსნულტანტმა კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული განვითარების საკითხებში ირაკლი ჟვანიამ,"გაფანტული სასტუმროების" საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჯიანკარლო დალარამ, მსოფლიო ბანკის დოქტორანტმა კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების საკითხებში ჯულია სკაზორსიმ და მუნიციპალური განვითარების კონსულტანტმა მარიამ ტაბატაძემ. მათ ასევე მოინახულეს რეაბილიტირებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და ცენტრალური ბულვარი და ესტუმრნენ ჭილაშვილების სასახლესა და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

 


ჯიანკარლო დალარამ, რომელიც სოფლებსა და პატარა ქალაქებში მდებარე „გაფანტული სასტუმროების“ საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია, საუბარში აქცენტი გააკეთა ქალაქ დუშეთში ასეთი პატარა სასტუმროების საჭიროების შესახებ (Albergo Diffuso იტალიაში ადრეულ 1980-იან წლებში აღმოცენებული სასტუმროს ინოვაციური კონცეფციაა , რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის ისტორიული სოფლებისა და ქალაქების პოპულარიზებას ტურისტულ მარშუტებში).

 


შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - შალვა ინაშვილი.

 


ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი